Information about OrganizationOrganization was established in 2002 under the name of Youth Association Akhalgori. But as a result of Russian-Georgian war of August in 2008, organization became internally displaced. These facts lead the organization to the changes in its mission and vision, as well as the name - N(N)LE For Better Future. Since then, the main focus of the organization is to support the interests and integration process of IDP population.
In 2017, organization became a part of the project "Civil Society Sustainable Initiative" and it is already 3 years since FBF is a HUB organization in Mtskheta-Mtianeti region. Through this project, FBF developed the area and scope of work and as a result, organization renewed its strategy. submitted document is a presentation of the vision and strategy of the organization for 2019-2024. Mission statement
Vision We want strong civil society in Mtskheta-Mtianeti region. Civil Society that has active citizenship, initiative, responsibility and freedom as a baseline. We want the inhabitants of the region, to be involved in decision making processes on a local level, strong initiative groups and businesses with more Corporate Social Responsibility. Mission Our mission is to function as a resource center, HUB organization in order to strengthen civil society in Mtskheta-Mtianeti region. To reach our goal, organization considers to:
In order to justify our mission, organizations activities conclude all three sectors: public, civic and business sectors. Accordingly, organization has several working directions:
MAIN VALUES
Main Strategic Directions1. სამოქალაქო ლიდერობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა
2. სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა
3. კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობა
4. მშვიდობის განმტკიცება
5. ორგანიზაციული განვითარება
|
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებორგანიზაცია 2002 წელს შეიქმნა და ეწოდა ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგორი“, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად ორგანიზაციაც იძულებით გადაადგილებული აღმოჩნდა. სწორედ ამ მოვლენებმა განაპირობა ცვლილებები ორგანიზაციის ამოცანებსა და მიზნებში. ასევე შეიცვალა ორგანიზაციის სახელწოდებაც (ახალგაზრული ასოციაცია ახალგორი) და ეწოდა ა(ა)იპ „უკეთესი მომავლისათვის“. ამის შემდეგ ორგანიზაციის გამორჩეული ფოკუსი დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. 2017 წელს ორგანიზაცია ჩაება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ინიციატივა“ და მოიპოვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ხელშეწყბო რესურს ცენტრი ე. წ. „ჰაბის“ სტატუსი. ამ პროექტში მონაწილეობამ ხელიშეუწყო ორგანიზაციის საქმიანობისა და პროფილის გაფართოებას. შესაბამისად აქტუალური გახდა ორგანიზაციის სტრატეგიის განახლება. წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის განახლებულ ხედვას და სტრატეგიას 2019-2024 წლებისათვის.
მისიის განაცხადი
ხედვა ჩვენ გვსურს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განვითარდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა აქტიურობას, ინიციატივას, პასუხისმგებლობას და თავისუფლებას. გვინდა მოსახლეობა ერთვებოდეს ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მოქმედებდნენ ძლიერი საინიციატივო ჯგუფები/ორგანიზაციები, ბიზნესი მოქმედებდეს მეტი სოციალური პასუხისმგებლობით და მეტი ადამიანი წარმატებით ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. მისია ჩვენი მისიაა მცხეთა - მთიანეთის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით შეასრულოს რესურს ცენტრის (ჰაბის) ფუნქცია და მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ინიციატივებსა და აქტორებს. მისიის ეფექტიანად შესრულების მიზნით ორგანიზაციას სურს:
მისიის განხორციელებისათვის ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საზოგადოების სამივე სექტორზე: საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორებზე. შესაბამისად, ორგანიზაციის მთავარი სტრატეგიული მიმართულებებია:
ძირითადი ფასეულობები
ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები1. სამოქალაქო ლიდერობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა
გულიხმობს, რეგიონში როგორც სამოქალაქო აქტივისტებისა და ინიციატივების წახალისებასა და ხელშეწყობას, ასევე ადგილობრივი ახალგაზრდების შესაძლებლობების ზრდას და მათ სოციო-ეკონომიკურ ინტეგრაციას; ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები სათემო გჯუფებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გაძლიერება (სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა) სამიზნე ჯგუფი:
2. სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა
გულისხმობს, როგორც მეწარმეობის (მათ შორის სოციალური) პოპულარიზაციას, ასევე ადამიანთა მეწარმეობაში ჩაბმას და მცირე თუ საშუალო მეწარმეთა შესაძლებლობების განვითარებას. იმავდროულად აქცენტი კეთდება სოციალური პასუხისმგებლობის იდეების პოპულარიზაციაზე; სამიზნე ჯგუფი:
3. კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობა
გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებში დემოკრატიული სტანდარტების განვითარების ხელშეწყობას და გადაწყვეტილების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას. სამიზნე ჯგუფი:
4. მშვიდობის განმტკიცება
სამიზნე ჯგუფი:
5. ორგანიზაციული განვითარება
მოსალოდნელი შედეგი:
|